ბენეფიტები, რაც საქართველოს მთავრობას მიეცა, ჯილდო არ არის, ამისთვის წინ უნდა იარონ - ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოში გავითარებულ პროცესებს შემაშფოთებლად მიიჩნევს. მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას ღიად შორდება და ამიტომ, ევროკავშირის პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ცაჰკნას თქმით, საუბარია უვიზო მიმოსვლის და ასევე კანდიდატის სტატუსის შეჩერებასა და პრესონალურ სანქციებზე.
მარგის ცაჰკნა საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს, რომ ბენეფიტები, რომლებიც საქართველომ მიიღო, ჯილდო არ არის და მათ შესანარჩუნებლად წინ, ევროკავშირისკენ უნდა იაროს.
ჩვენ საქართველოში ლიეტუვის, ლატვიის და ისლანდიის მინისტრებთან ერთად ჩავედით და სიტუაცია მართლაც ძალიან შემაშფოთბელია. ერთია, უცხოური გავლენის აგენტის კანონი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროკავშირის გზას და ეს მათ საჯაროდ განაცხადეს.
სწორედ ამიტომ, დღეს წამოვწევთ ამ საკითხსაც, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაფიო. რადგან საქართველოს მთავრობას უკვე მივეცით ბენეფიტები: ვიზის თავისუფლება და ოფიციალური კანდიდატის სტატუსი. ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს მთავრობამ კი ამის პირობა მისცა ქართველ ხასლხს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. საქართველომ უნდა შეასრულოს შეთანხმებული 9 ნაბიჯიც.
პირველი, რაც გვინდა, არის ის, რომ კომისიამ უნდა შეაფასოს 9 ნაბიჯის შესრულების საკითხი. ასევე, აუცილებელია რეაქციის მომზადება. მე ვგულოსხმობ, კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს და შეჩერებას ან გადახედვას უვიზო რეჟიმისა. ყველაფერი, რაც საქართველოს მთავრობას მიეცა, არ არის ჯილდო. მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ წინ უნდა იაროს ისე, როგორც შეთანხმდა ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან, - ამბობს ცაჰკნა.
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დღეს საქართველოზე მსჯელობენ. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ საქართველოსთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, ესტონეთი, ჩეხეთი და ნიდერლანდები აპირებს დააყენოს ინიციატივა, დააწესონ საქართველოსთვის შემზღუდავი ზომები. განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება და დაფინანსების შეწყვეტა.