მეძმარიაშვილი ამბობს, რომ პარტნიორების გაფრთხილებები "არ აინტერესებს", რადგან მისთვის "მთავარია, "მთავარი" რას იტყვის"

28.05.24 11:24
მეძმარიაშვილი ამბობს, რომ პარტნიორების გაფრთხილებები "არ აინტერესებს", რადგან მისთვის "მთავარია, "მთავარი" რას იტყვის"

"ოცნების" დეპუტატს, ირაკლი მეძმარიაშვილის ხალხის პროტესტის და დასანქცირების საფრთხის ფონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა უხერხულობას არ უქმნის და არც აწუხებს.

მეძმარიაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ გაფრთხილებები, შტატებიდან, ბაიდენის გუნდიდან, პირადად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტიდან, ევროკავშირიდან არ აინტერესებს, რადგან მისთვის "მთავარია, "მთავარი" რას იტყვის", თუმცა უცნობია, თუ ვინ არის "ოცნების" დეპუტატისთის პარტნიორებს შორის მთავარი. 

შესაბამისად, მეძმარიაშვილი ამბობს, რომ ის აუცილებელად დაუჭერს მხარს რუსულ კანონს. 

"ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე არამგონია რაიმე საფრთხე იყოს. ნუ ისინი ამბობენ, მე მაინტერესებს, მთავარი რას იტყვის",- ამბობს მეძმარიაშვილი.

"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. გადამწყვეტი სხდომა, სადაც ივანიშვილის პარტია რუსული კანონის საბოლოოდ დასამტკიცებლად ემზადება, 12 საათზე იწყება. საკანონმდებლო  ორგანოში განსაკუთრებული მობილიზებაა, სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის შიდა ეზოში დიდი რაოდენობით იმყოფება, "ოცნების" დეპუატატები პარლამენტში უკვე შეაცილა.

მართალია,  პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე და რუსული კანონის ამოქმედებამდე ერთი ნაბიჯი რჩება, თუმცა შანსი ჯერ კიდევ რჩება.  თუ "ოცნება" ბოლო მომენტში გადაიფიქრებს და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს, რუსული კანონი ავტომატურად გაუქმდება. 

 ყველაფერი  იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი.  ცხადია, რასაც ოლიგარქი იტყვის,  მისი დეპუტატებიც ზუსტად  ისე მოიქცევიან.   

მსგავსი სიახლეები