მოსალოდნელმა სანქციებმა ისეთი დეპუტატებიც კი გააღიზიანა, ვისაც პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ (ვიდეო)
მოსალოდნელმა სანქციებმა პარლამენტში ისეთი დეპუტატებიც კი გააღიზიანა, ვისაც საკანონმდებლო ორგანოს სხდომებზე ხმა არ ამოუღიათ.
სწორედ ასეთი აღმოჩნდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე.
სანქციებს ველოდები თუ არა, შენ უნდა გითხრა? შენი გადასაწყვეტია სად ვსაუბრობ? წადი ისტორია გაიგე სად მილაპარაკია", - ეუბნება ზაალ მიქელაძე "პირველების" ჟურნალისტს.
"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. გადამწყვეტი სხდომა, სადაც ივანიშვილის პარტია რუსული კანონის საბოლოოდ დასამტკიცებლად ემზადება, 12 საათზე იწყება. საკანონმდებლო ორგანოში განსაკუთრებული მობილიზებაა, სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის შიდა ეზოში დიდი რაოდენობით იმყოფება, "ოცნების" დეპუატატები პარლამენტში უკვე შეაცილა.
მართალია, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე და რუსული კანონის ამოქმედებამდე ერთი ნაბიჯი რჩება, თუმცა შანსი ჯერ კიდევ რჩება. თუ "ოცნება" ბოლო მომენტში გადაიფიქრებს და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს, რუსული კანონი ავტომატურად გაუქმდება.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რასაც ოლიგარქი იტყვის, მისი დეპუტატებიც ზუსტად ისე მოიქცევიან.