"ოცნების" განსაკუთრებული მობილიზება - სამთავრობო კვარტალი საპოლიციო ძალებითაა გადავსებული

28.05.24 12:00
"ოცნების" განსაკუთრებული მობილიზება - სამთავრობო კვარტალი საპოლიციო ძალებითაა გადავსებული

"ოცნების" განსაკუთრებული მობილიზება - სამთავრობო კვარტალი საპოლიციო ძალებითაა გადავსებული.

პარლამენტის ყველა შესავლელი ბლოკირებულია. რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს ხალხისგან სპეცრაზმი და პოლიციის რამდენიმე კორდონი იცავს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტმენტი და სპეცტექნიკა დილიდან მობილიზებული ჩიტაძის ქუჩაზე და სახელმწიფო დაცვის ბაზაზეც. იქ იმყოფება განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული დანაყოფიც.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტმენტის წარმომადგენლების მობილიზება არის ასევე საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში, სადაც უკვე შეიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტობუსები და სხვა მანქანები. შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან ნიღბიანი სამართალდამცავებიც.

მსგავსი სიახლეები