დაიმახსოვროს ყველამ, ამერიკა მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის არ არის, ადმინისტრაციები მიდიან და მოდიან -"ოცნების" დეპუტატი
დაიმახსოვროს ყველამ, ამერიკა მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის არ არის, ადმინისტრაციები მიდიან და მოდიან - ასე პასუხობს შტატებიდან წამოსულ გაფრთხილებების მთელ კასკადს უმრავლესობის დეპუტატი, რომელიც "პირველებთან" ამტკიცებს, რომ დღეს რუსულ კანონზე ხმის მიცემით, ეროვნულ გადაწყვეტილებას იღებს.
პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა ეროვნულ გადაწყვეტილებაზე და სრულიად გვაქვს გაცნობიერებული, რასაც ვაკეთებთ და დამიჯერეთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება ეს ყვეალფერი.
ერთი რამე მინდა დაიმახსოვროს ყველამ, ჩვენმა საზოგადოებამ, ამერიკა მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის არ არის, ადმინისტრაციები მიდიან და მოდიან", - ამბობს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი კვირცხალია.
"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.
მართალია, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე და რუსული კანონის ამოქმედებამდე ერთი ნაბიჯი რჩება, თუმცა შანსი ჯერ კიდევ რჩება. თუ "ოცნება" ბოლო მომენტში გადაიფიქრებს და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს, რუსული კანონი ავტომატურად გაუქმდება.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რასაც ოლიგარქი იტყვის, მისი დეპუტატებიც ზუსტად ისე მოიქცევიან.