"ხარება"-ს აღიარება: "სია გვაქვს, მე არაკაცებს ვცემ" (ვიდეო)
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის აღიარება - ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) "ტვ პირველთან" ამბობს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სიის მიხედვით უსწორდება.
სამთავრობო კვარტალში მისული, განსაკუთრებული სიასატიკით ცნობილი "ხარება" ამტკიცებს, რომ ის "ახალგაზრდებს არ სცემს, და მისი სამიზნე "არაკაცები არიან".
მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, გაჩვენებ ცოტა ხანში"- ამბობს "ხარება".
რაც შეეხება სანქცირების საკითხს ზვიად ხარაზიშვილმა საკითხზე საუბარი არ ისურვა და თქვა: "რა უნდა დამასანქცირონ გოგო, გაწიე კამერა".