"რა უნდა დამასანქცნირონ" - ხარება შესაძლო სანქციებზე

28.05.24 14:36
"რა უნდა დამასანქცნირონ" - ხარება შესაძლო სანქციებზე

"რა უნდა დამასანქცირონ" - ასე უპასუხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას, რომელიც "ხარებას" შესაძლო დასანქცირებას შეეხებოდა. 

ამასთან დღეს  ზვიად ხარაზიშვილმა პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა: 

მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა ხარაზიშვილსჰკითხა დღესაც აპირებდა თუ არა რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციაზე ახალგაზრდების ცემას,  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა თქვა: "მე ვცემ არაკაცებს, სია გვაქვს, ცოტა ხანში განახებთ".

მეტიც, "ხარება" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს კამერების წინ დაემუქრა. მისი თქმით, ხაბეიშვილს უარესი ელის.

მსგავსი სიახლეები