გიჩივლებთ! - დაპირისპირება შალვა პაპუაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და „ევროოპიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შორის.
სხდომაზე ხმაური დეკანოიძის განცხადებაზე შალვა პაპუაშვილის პასუხს მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგას შეახსენა, რომ უცხო ქვეყნის სამსახურისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
საპასუხოდ, დეკანოიძემ პაპუაშვილს უთხრა, რომ უჩივლებს.
„მიჩივლეთ. სირცხვილია, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და აქ პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ. არ გრცხვენიათ? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობთ. მეგობრობთ ხართ ადამიანთან, გია ლორთქიფანიძესთან, რომელმაც შემოაპარა თქვენი პარტიის ლიდერი. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირები, ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატსა და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი - იმ დაზვერვასთან , რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ, თქვენმა მეგობარმა შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია. თუ სისხლი დაიღვრებოდა, ამისთვის შემოაპარა. ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება მანამდე დეკანოიძის განცხადებას, მან „ქართული ოცნების“ ქმედებებს „გამოცხადებული ღალატის ქრონიკა“ უწოდა და მმართველ გუნდს უთხრა: "ივანიშვილმა ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში ჩაგყარათ"