კორძაია "ოცნებას": მოუწოდოთ მთავრობას, „ხარებას“ უფლებამოსილება შეუჩერონ
დეპუტატი თამარ კორძაია უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, მიმართონ აღმასრულებელ ხელისუფლებას შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილისთვის იგივე "ხარებასთვის" უფლებამოსილების შეჩერებაზე.
„მე ვცემ არაკაცებს“ - ეს სიტყვები ეკუთვნის დღეს აქ გარეთ მდგომ ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც თქვენი სპეცრაზმის სამსახურის უფროსია და იქნებ მოუწოდოთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუჩერონ ამ ადამიანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. თუმცა, ზუსტად ვიცი არ შეუჩერებთ იმიტომ რომ ზუსტად მისი დაცვის ქვეშ გადიხართ თქვენ ამ შენობიდან,“ - ამბობს კორძაია.
განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზურაბ ხარაზიშვილი "ტვ პირველმა" დედაქალაქის მთავარ გამზირზე ჩაწერა.
მას შემდეგ რაც "პირველების" ჟურნალისტმა ხარაზიშვილსჰკითხა დღესაც აპირებდა თუ არა რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციაზე ახალგაზრდების ცემას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა თქვა: "მე ვცემ არაკაცებს, სია გვაქვს, ცოტა ხანში განახებთ".
მეტიც, "ხარება" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს კამერების წინ დაემუქრა. მისი თქმით, ხაბეიშვილს უარესი ელის.