ვერაფრით დავაკავშირე ბუჩა კანონთან, თქვენ გითქვამთ უჩას კადრები - მერე უჩა საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო - მსხილაძე წილოსანს

28.05.24 16:16
ვერაფრით დავაკავშირე ბუჩა კანონთან, თქვენ გითქვამთ უჩას კადრები - მერე უჩა საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო - მსხილაძე წილოსანს

"რათ გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი?" - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

მსხილაძე ამბობს, რომ ერთი მხრივ მას უცხო ძალის წარმომადგენელს ეძახიან და მეორე მხრივ, განმარტებებს სთხოვენ არაერთი არგუმენტის მოყვანის მიუხედავად.

მსხილაძისთვის გაუგებარია საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ბრალდება, რომ თითქოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების კარი ჩაკეტა - ის კითხვას უსვამს "ოცნებას", რატომ თვითონ არ იზრუნეს მოლაპარაკებების წარმართვაზე.

მსხილაძემ უპასუხა ნინო წილოსანსაც, რომელმაც გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი "მეხუთე კოლონის" წარმომადგენლად მოიხსნია და დამცირების მიზნით ამ სიტყვებით მიმართა - "გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას თუ უჩას კადრების ეფექტია?"

გიორგი მსხილაძეს საპარლამენტო უმრავლესობის ხმაურის ფონზე უწევს სიტყვით გამოსვლა. მას არ აცდიან "ოცნებისა" და მისგან ფორმალურად გამიჯნული დეპუტატები სიტყვიუთ გამოსვლას, მისი მისამართით რეპლიკებს იძახის დაჩი ბერაია.

რათ გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი?
გაუგებარია, რატომ ჩაკეტა პრეზიდენტმა მოლაპარაკებების გზა და პარლამენტმა რატომ არ გამოიყენა ეს გზა და რატომ ჩატარდა ეს განხილვები - ზუსტად ამას ჰქვია რუსული წესი.

(ნინო წილოსანს) თქვენ გუშინ ახსენეთ, მე გავიგე, ბუჩა გავიგე და თქვენ გითქვამთ უჩას კადრები, ვერაფრით დავაკავშირე ბუჩა კანონთან, მერე უჩა საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, ან იმ კადრებში ხართ თუ არა - მე რატომ უნდა ვიცოდე და თქვენ ხომ არ იცით შემთხვევით, ვარ თუ არა. ესეც არასერიოზულია, აქედან თქვენი დამოუკიდებულება ჩანს," - ამბობს გიორგი მსხილაძე.

მსხილაძეს ნინო წილოსანმა უპასუხა და ისევ გაიმეორა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი "მეხუთე კოლონას" წარმოადგენს.

რაც შეეხება უჩას კადრებს, ძალიან კარგი, რომ დაადასტურეთ, რომ თურმე თქვენი ნებით მონაწილეობთ ამ მეხუთე კოლონის მიზნებში,“ - უპასუხა წილოსანმა. 

მსგავსი სიახლეები