სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ. რა დაიწყეთ ბავშვებით ვაჭრობა - ჯაფარიძე
"ვინ ხართ? სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა თავის დროზე - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ, იმაზე უარესები გამოდიხართ," - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძისთვის შვილებზე საუბარი მიუღებელია და არ მოსწონს, როდესაც შეახსენებენ, რომ ის ვეტოს დაძლევით პასუხისმგებლობას იღებს, როგორც ქვეყნის, ისე საკუთარი შვილების წინაშე.
როდესაც შვილებზე საუბრობთ, ვინ ხართ თქვენ ფაშისტები ხართ? ვინ ხართ? სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა თავის დროზე - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ, იმაზე უარესები გამოდიხართ. სად ხართ, რა მორალით ცხოვრობთ? ვის შვილებზე საუბრობთ, რა დაიწყეთ ამ ბავშვებით ვაჭრობა, უნამუსოებო,“ - ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე.
მანამდე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მიმართა "ოცნებას": უნდა გააკეთოთ არჩევანი და თქვენს შვილებს გასცეთ პასუხი, რატომ მოექეცით თქვენს ქვეყანას ასე - მსხილაძე "ოცნებას".