თემურ კარბაის გარდაცვალების საქმეზე აფხაზი ე.წ. პოლიციელები დააჯარიმეს
ოკუპირებული გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. შსს-ს თანამშრომლების ალბერტ ზარაქას და ვიანორ აბშილავის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების განხილვა დაასრულა.
მათ ბრალად ედებათ დაკავებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. საუბარია საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაის გარდაცვალებაზე.
კარბაია 2023 წლის 9 დეკემბერს, ოკუპირებულ გალში ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე 2 "მილიციელი" 12 თებერვალს დააკავეს. ოკუპირებულ რეგიონში სისხლის სამართლის დევნა ჯამში 3 პირის მიმართ იყო დაწყებული.
დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა და უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი ეჭვმიტანილები არიან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებაში.
ე.წ. პროკურატურის მტკიცებით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა. როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტრომ ადრე აცხადებდა, რომ ის „პრევენციული საუბრის შემდეგ" გაათავისუფლეს.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ამავე რაიონის ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებენ.
9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.