წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით - წილოსანი მსხილაძეს
უმრავლესობის დეპუტატებისთვის შვილებზე საუბარი წითელი ხაზი აღმოჩნდა, ამიტომ ბევრ მათგან ნერვებმა უმტყუნა და მსხილაძეზე თავდასხმაზე გადავიდა.
მათ შორის იყო ნინო წილოსანი, რომელმაც პრეზიდენტის საპარალმენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს ამორალური უწოდა და უთხრა: აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით, ისტორიის ფურცლებზე, აი მაგას დაგანახებთ
"წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით. ჩვენი შვილები იამაყებენ, [იმით] რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით, ისტორიის ფურცლებზე, აი მაგას დაგანახებთ. აქ შევხვდებით, თუ არ გაიქცევით ქვეყნის გარეთ". - განაცხადა წილოსანმა.
გიორგი მსხილაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ, უმრავლესობას უთხრა, რომ შვილებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ იმის გამო, თუ რატომ მოექეცნენ ქვეყანას და შვილების მომავალს ასე.