ძალიან მძიმე და მდაბიო საქციელია შვილების და მომავალი თაობის ხსენება და მეტი არ გაბედოთ - მათიკაშვილი მსხილაძეს

28.05.24 17:19
ძალიან მძიმე და მდაბიო საქციელია შვილების და მომავალი თაობის ხსენება და მეტი არ გაბედოთ - მათიკაშვილი მსხილაძეს

"ძალიან მძიმე და მდაბიო საქციელია შვილების და მომავალი თაობის ხსენება და მეტი არ გაბედოთ" - ამ სიტყვებით მიმართავს "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

მათიკაშვილი გააღიზიანა მსხილაძის მიმართვამ "ქართული ოცნების" დეპუტატებისადმი, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოუწოდა მათ პასუხისმგებლობის გააზრებისკენ როგორც შვილების, ისე ქვეყნის მომავალზე.

ძალიან მძიმე და მდაბიო საქციელია შვილების და მომავალი თაობის ხსენება და მეტი არ გაბედოთ ამ საკითხით სპეკულირება. ეს არის რაღაც ზღვარი და ფსკერს ქვემოთ დაშვება, რომელსაც არავის არ ვურჩევ, მათ შორის თქვენც. მესამე, დაწერილით პასუხის გაცემაც სამარცხვინოა,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები