ვწუხვარ, რომ ამ დონემდე დაეცნენ, ღალატის გზა არის ძალიან მძიმე - ვაშაძე წყლის შესხმაზე
"ვწუხვარ, რომ ამ დონემდე დაეცნენ, იმიტომ, რომ ღალატის გზა არის ძალიან მძიმე გზა" - ამ განცხადებას "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აკეთებს და მისთვის "ოცნების" დეპუტატის მიერ წყლის შესხმას ეხმაურება.
ვაშაძეს ირმა ზავრადაშვილმა წყალი იმ დროს შეასხა, როდესაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი საპარლამენტო ტრიბუნიდან მოსახლეობას მიმართავდა და აქციაზე გასვლისთვის მადლობას უხდიდა.
ვფიქრობ, რომ ეს არის ის დეგრადაციის დონე, რომელზეც გვაქვს საუბარი. ვწუხვარ, რომ ამ დონემდე დაეცნენ, იმიტომ, რომ ღალატის გზა არის ძალიან მძიმე გზა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მატ სინდისი აწუხებთ, იციან, რომ უკეთურ ქმედებას ჩადიან, ღალატის გზას დაადგნენ, არასწორ დავალებას ასრულებენ, ამიტომაც არის, რომ ამ დონემდე დაეცნენ,“ - ამბობს ვაშაძე.