ჩიტაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დამატებითი ძალები განლაგდნენ
ჩიტაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დამატებითი ძალები განლაგდნენ.
სავარაუდოდ, სამართალდამცავების მობილიზება უკავშირდება იმას, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას.
მანამდე, პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე მსჯელობა დასასრულს უახლოვდება.
პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობს - მოქალაქეები "ოცნების" განზრახვას, რომ რუსული კანონის საბოლოო კენჭისყრით დაამტკიცონ, აპროტესტებენ.