მთავრობის დასასრულის დასაწყისი! - მამუკა ხაზარაძე ვეტოს დაძლევაზე
ისტორიული ღალატის აქტი დოკუმენტურად გაფორმდა, - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ოცნების" მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის დასასრულის დასაწყისია.
ისტორიული ღალატის აქტი დოკუმენტურად გაფორმდა. ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი!
ქართველი ხალხი ღალატს არ პატიობს!
გამარჯვების ჯერია!
ჩვენი გზა ევროპაშია!, - წერს ხაზარაძე.
84 მომხრე 4 წინააღმდეგი - რუსული კანონი დამტკიცებულია. პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტო დაძლია.
დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა.