ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ რუსული კანანი საქართველოს გააძლიერებს
რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ამის შემდეგ ქვეყნის ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი მეტად იქნება დაცული. სახელისუფლებო გუნდის წევრი ასევე ამტკიცებს, კანონის სიკეთეებს მალე სტრატეგიული პარტნიორებიც აღიარებენ.
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უფრო მეტად იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული ინტერესები და ვნახავთ ჩვენ ყველანი, რომ ეს კანონი საქართველოს გააძლიერებს და მათ შორის, ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი, რომლებიც ამ კანონის მიღების-არმიღების პროცესში არიან, აღიარებენ იმას, რომ საქართველო იცავს თავის იმ უფლებებს, რაც, მათ შორის, ევროკავშირის ქარტიით არის უზრუნველყოფილი, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
84 მომხრე 4 წინააღმდეგი - რუსული კანონი დამტკიცებულია. პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტო დაძლია.
დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა.