კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკის ფასს სწორედ ქართული ოცნების ხელმძღვანელობა უნდა იხდიდეს - ფოტიგა

28.05.24 19:22
კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკის ფასს სწორედ ქართული ოცნების ხელმძღვანელობა უნდა იხდიდეს - ფოტიგა

"კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკის ფასს სწორედ ქართული ოცნების ხელმძღვანელობა უნდა იხდიდეს" - ამ განცხადებით ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა რუსული კანონის დამტკიცებას.

ფოტიგას თქმით, ოცნების მაღალჩინოსნები უნდა იხდიდნენ მოსახლეობისთვის ღალატის და რუსეთთან დაახლოების ფასს.

ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკისთვის ფასს გადაიხდის. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, გაბედულად იცავს ევროატლანტიკურ ინსტიტირებში გაწევრიანების სურვილს. ვაფასებ ჰელსინკის კომისიას ქართველების დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დაცვაში მოქმედებისთვის. ევროპამ უნდა მიიღოს საკუთარი MEGOBARI აქტი, რათა გაგზავნოს მკაფიო გზავნილი: ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე," - წერს ფოტიგა.

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - რუსული კანონი დამტკიცებულია. დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა

მსგავსი სიახლეები