საქართველოს პარლამენტმა გამოავლინა ხასიათი და სიმწიფე - კარასინი "ოცნებას" აქებს
"საქართველოს პარლამენტმა გამოავლინა ხასიათი და სიმწიფე" - ასე აქებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი.
გრიგორი კარასინი საქართველოს პარლამენტის წევრების ქმედებით კმაყოფილია, რომლებმაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლიეს.
უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით, საქართველოს პარლამენტმა გამოავლინა ხასიათი და სიმწიფე", - დაწერა მან Telegram-ზე.
პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - რუსული კანონი დამტკიცებულია. დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა.