"ოცნების" წევრებმა ქართველი ბოლშევიკების გვერდზე საპატიო ადგილის დაიკავეს - ბადრი ჯაფარიძე

28.05.24 22:06
"ოცნების" წევრებმა ქართველი ბოლშევიკების გვერდზე საპატიო ადგილის დაიკავეს - ბადრი ჯაფარიძე

"ოცნების" წევრებმა ქართველი ბოლშევიკების გვერდზე საპატიო ადგილის დაიკავეს, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ მიუხედავად ვეტოს დაძლევისა, ქართველი ხალხი ევროპულ გზას არასდროს გადაუხვევს და ამ ბრძოლაში მას გვერდზე მთელი ივილიზებული სამუარო უდგას. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ 5 თვის შემდეგ საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება. 

კიდევ ერთხელ ექნება ქართველ ხალხს საშუალება, რომ დაუდასტუროს მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი მოითხოვს და აუცილებლად გახორციელდება ქართველი ხალხის ოცნება, რომ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ამიტომ, ეს რეფერენდუმი იქნება კიდევ ერთხელ დიდი დადასტურება მთელი სამყაროსადმი, რომ ქართველი ხალხი არასდროს გადაუხვევს ევროპულ გზას მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ყველა მისი წევრის სახელით დაიკავა საპატიო ადგილი ქართველ ბოლშევიკებთან ერთად ისტორიაში და ეს ადგილი მათ ექნებათ მუდამ. ამიტომ, ამის საპირისპირდო საჭიროა მობილიზება, ოპტიმიზმით აღვსება. ქართველი ხალხსი გვერდით არის მთელი ცივილიზებული სამყარო და აუცილებლად 5 თვის შემდეგ ჩვენ გვეყოლება ახალი ხელისუფლება , - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, რომ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში რეფერენდუმს დანიშნავს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ის რეფერენდუმის დანიშვნაზე დოკუმენტს ხელს მოაწერს.

მსგავსი სიახლეები