შევდივართ ბრძოლის ახალ ფაზაში - გიგი უგულავა
დღეიდან შევდივართ ბრძოლის ახალ ფაზაში, სადაც „არა რუსულ კანონს“ სრულად ტრანსფორმირდა „არა რუსულ რეჟიმად", - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა საუბრობს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამ რთულ ვითარებაში გამოსავალი არჩევნებია, თუმცა მნიშვნელოვანია ის ერთობაც, რომელსაც ქართველი ხალხი უწყვეტად დემონსტრირებს. უგულავას თქმით, რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტმა დააანონსა, ცხადყოფს, ვის მხარეს დგას რეალურად ქართული საზოგადოება.
დღეიდან შევდივართ ბრძოლის ახალი ფაზაში, სადაც „არა რუსულ კანონს“ სრულად ტრანსფორმირდა „არა რუსულ რეჟიმს“. ივანიშვილი არის რუსი და ის უნდა ჩამოშორდეს და რაც მთავარია, სრულიად ცალსახად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მიდის არცევნებამდე. არჩევნების პარალელურად, ნებისმიერი ისეთი ღონისძიება, რომელიც ხაზს უსვამს ერთობას და რეფერენდუმი სწორედ ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ აქეთ არის რუსეთი და „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის მთელი ქართული საზოგადოება, ასეთი ცხადი არჩევნები არ ყოფილა, - ამბობს უგულავა.
საქართველოს პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, რომ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში რეფერენდუმს დანიშნავს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ის რეფერენდუმის დანიშვნაზე დოკუმენტს ხელს მოაწერს.