ოფშორების კანონის რუსეთს თავისი ბინძური ფულის გასარეცხად სჭირდება - სამადაშვილი

29.05.24 11:50
ოფშორების კანონის რუსეთს თავისი ბინძური ფულის გასარეცხად სჭირდება - სამადაშვილი

ოფშორების კანონის რუსეთს თავისი ბინძური ფულის გასარეცხად სჭირდება, - ამის შეასხებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ დღესაც გუშინდელის მსგავსად, "ოცნება" ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგან ასეთი დავალება აქვს ივანიშვილისგან. 

ოფშორების კანონი სჭირდება რუსეთს თავისი ბინძური ფულის გასარეცხად საქართველოში და ბიძინა ივანიშვილმა ეს დავალებაც შეუსრულა მას. ამიტომ მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ რუსეთის წარმომადგენელი პარლამენტის წევრები, რომლებსაც ჰქვიათ საქართველოს პარლამენტის წევრები, მაგრამ რეალურად, არიან რუსეთის ყურმოჭრილი წარმომადგენლები, რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ გარდა იმისა, რომ დაძლიონ ეს ვეტო, - ამბობს სამადაშვილი.

"ოცნება" ივანიშვილის მილიონების დასაცავად პრეზიდენტი ვეტოს დასაძლევად ემზადება - პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. 

მსგავსი სიახლეები