იმიტომ არ ძარცვავდნენ ქვეყანას 12 წელი, რომ შემდეგ ეს ნაძარცვი ფული საქართველოში ოფშორებიდან ვერ შემოიტანონ - მანჯგალაძე
ოფშორების კანონი საქართველოში ნაძარცვი ფულის გადასახადების გარეშე მოტანას ემსახურება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილი ცდილობს დააზღვიოს ის რისკები, რაც მას აშშ-დან და ევროპიდან ელოდება.
როგორც მონეტას ორი მხარე აქვს, ასევეა ეს კანონი, ერთმანეთს რომ დაადო, ორი მხარე აქვს. ერთი, რომ ზუსტად იცის, ამას რაც მოჰყვება, რა რეაქცია დასავლეთის მხრიდან, სანქციებს ვგულისხმობ, და ასევე ოფშორების კანონის მეორე მხარე არის, რომ დააზღვიოს ის რისკები, რაც ელოდებათ. იმიტომ არ ძარცვავდნენ ქვეყანას 12 წელი, რომ შემდეგ ეს ნაძარცვი ფული საქართველოში ოფშორებიდან ვერ შემოიტანონ. ეს ემსახურება „ქართული ოცნების“ 12 წლის მანძილზე ნაძარცვი ქონების გადასახადების გადახდის გარეშე საქართველოში შემოტანას, - ამბობს მანჯგალაძე.
"ოცნება" ივანიშვილის მილიონების დასაცავად პრეზიდენტი ვეტოს დასაძლევად ემზადება - პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.