ვიქტორ ჯაფარიძის საბედისწერო ფორთოხლის ამბავი - რას ამბობს "პირველებთან" ცოლ-ქმარი, რომელსაც დეპუტატი მაღაზიაში ეწვია
ვიქტორ ჯაფარიძის საბედისწერო ფორთოხლის ამბავი - "პირველებთან" ცოლ-ქმარი, რომელსაც დეპუტატი მაღაზიაში ეწვია ამბობს, რომ ჯაფარიძეს და დანარჩენ 83 დეპუტატს სულ მონები და რუსები ეძახეს და ისიც უთხრეს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და იმისთვის, რომ გარუსება არ დაუშვან.
84 რუსიდან ერთ-ერთი შემოსული იყო ზარალის ანაზღაურების მიზნით და კი მივხდი, რომ პლიუსების დაწერა უნდოდა. ჩავერთეთ ჩვეულებრივ პოლემიკაში. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რა ფორთოხალი, როცა ჩემი შვილების მომავალი მოკალითო. გაუკვირდა, ეტყობა ეგონა, უიმე შენ შემოგევლე, შენი ჭირიმეთი დავხვდებოდით, მაგრამ... სიმართლე გითხრათ, ბევრი რამის თქმა მინოდა, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა, მაგრამ ვერ მოვასწარით, მაგრამ ვუთხარი, რომ იტყუებიან, ვუთხარი, რომ მოღალატეები არიან, ვუთხარით, რომ ყველაზე მაგარი მომავალი თაობა გვყავს, ვუთხარით, რომ რუსები არიან და ვუთხარით, რომ არ გავრუსდებით და ვიბრძლებთ ბოლომდე. დედის გინება როგორ შეიძლება იყოს იმაზე დიდი პრობლემა, ვიდრე შენს სამშობლოს უღალატო, შენს თავისუფლებას, შენს მომავალ თაობას ურალატო და შეეკრა მტერს და გახდე რუსი", - ამბობს მაღაზიის მფლობელი მამაკაცი.
მაღაზიის მფლობელი ქალბატონი "პირველებთან " ამბობს, რომ 84 დეპუტატის მიერ რუსულ კანონზე ხელმოწერა ქვეყნის შეგნებული ღალატია.
მეთქი, რა ფული, რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს 4 შვილს მომავალი წაართვით-მეთქი. რა წავვართვიო? არ მოელოდა აშკარად ჩვენგან ამ პასუხს. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი თავისუფალი სიტყვის, ჩვენი თავისუფალი აზრის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის შეგნებული ღალატი. მე არ მაქვს იმის განცდა და იმის შეგრძნება, რომ ვინმე შეცდომაშია შესული. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ქვეყნის შეგნებული ღალატი", - ამბობს მაღაზიის მფლობელი ქალბატონი.
აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ, მაღაზიაში ქიქოძის ქუჩაძე სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეების ნაკადი არ შემწყდარა. ისინი სიმბოლურად ყიდულობენ პროდუქტებს და აბსოლუტურად ყველა მადლობას უხდის ცოლ-ქმარს იმისთვის, რაც პირადად უთხრეს ვიქტორ ჯაფარიძეს.
ჩემი შვილი ცხოვრობს ტალინში, მომწერა, წადი ახლა იმ მაღაზიაში და სიმბოლურად იყიდე ალუჩაო და მოვედი. მოვალ კიდევ ბევრჯერ, იმიტომ, რომ მაგ 84-მა დეპუტატმა ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნონ, რომ არიან მოღალატეები", - ამბობს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის შენობის დატოვების დროს ვიქტორ ჯაფარიძეს ერთ- ერთმა მოქალაქემ მონა ეძახა, პროტესტი ჟესტით გამოხატა, რა დროსაც პარლამენტის წევრი მანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდებარე მაღაზიიდან ფორთოხლები დაიტაცა, რომლითაც მოქალაქეს ქუჩაში გაეკიდა.
მას შემდეგ რაც ეს ვიდეო, სოციალურ ქსელში გავრცელდა, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, მაღაზიაში დატაცებული ფორთოხლის საფასურის გადასახდელად მივიდა! აი მეორე სერია აქ დაიწყო, მაღაზიის გამყიდველმა ის სამშობლოს ღალატში დაადანაშუალა. მისი მოგებული ტენდერები და ბიუჯეტიდან მიღებული მილიონები შეახსენა.
ასევე ნახეთ: