სრულიად ნათელი იყო, რომ ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოყვანა უნდოდათ - ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს არ უკვირს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ჩინური კონსორციუმი ჩაიბარებს.
ხიდაშელისსთვის სრულიად ნათელი იყო, რომ "ოცნებას" ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კომპანიის შემოყვანა უნდოდათ.
როგორც კი გამოცხადდა, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ, მაშინ კი ბევრი ილაპარაკეს იმაზე, რომ ევროპული დიდი ოთხეულის და ა.შ. იყო გამოცხადებული, მაგრამ სრულიად ნათელი იყო, რომ აქაც ჩინური კომპანიის შემოყვანა უნდოდათ და ერთობლივად ამ პროცესის დაწყება, თუმცა მაინც უნდა ვნახო დეტალურად. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ იმ პირველ ტენდერშიც შორთლისთშიც ჰყავთ ჩინური კომპანია და რა თქმა უნდა, იქაც იგივეზე გააკეთებენ აქცენტს" - ამბობს ხიდაშელი.
ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავიტაშვილმა განაცხადა.