საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა

29.05.24 17:01
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.

ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანია სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. 

ასევე, ამერიკის საელჩოს საიტზე იძებნება ზუსტად იგივე დასახელების კომპანია, რომელზეც შტატები წერს, რომ ეს ჩინური კომპანიები საფრთხეს უქმნიან მთელს მსოფლიოში სტაბილურობას და ქვეყნებსი სუვერენიტეტს, ამიტომ ბუნებრივია, ბევრი კითხვა ჩნდება, რატომ გადაწყვიტა "ოცნების" მთავრობამ ამ ტიპის კომპანიებთან თანამშრომლობა.

ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრი "პირველებს უყვება, რომ კონსორციუმი სი სი სი არის სწორედ ის კომპანია, რომლის წინააღმდეგ არაერთი დავა მიმდინარეობს ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში კორუფციასთან დაკავშირებით. მისი ქვეკონტრაქტორი კი ის კომპანიაა, რომელმაც რიკოთზე სამუშაობი ვერ შეასრულა და მილიონები მიითვისა. 

"მთელი ეს დრამა დაიდგა იმისთვის, რომ ამერიკული და ევროპელი ინვესტორები განედევნათ ანაკლიიდან და იქ ავფტორიტარული რეჟიმების, კორუფციაში მხილებული კომპანიები შეეყვანათ. შსაბამსიად მივიღეთ კომპანიები, რომელსაც ბრაზილიაში უამრავი კორუფციული ბრალდება აქვს. ერთ-ერთი ჩინური კომპანიიდან, რომელსაც შარშან ტავზე დაექცა რიკოთი, კონსორციუმის ქვეკონტრაქტორია. ასე რომ უნდა ველოდოთ ანალოგიურ შემთხვევებს. ვსაუბრობთ, რომ პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, რომელოიც უამრავი მიზეზით, მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისისთვის ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელსაც რუსეთი ემუქრება, რომ იქვე მის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაზას გაუხსნის. სანამ გუშინდელი ამბავი გაცივდება, უნდა მიაყოლონ ერთმანეთს ამბები, რომლებიც კიდევ უფრო დაგვაშორეს დასავლეთთან და იმიტომ, კიდევ უფრო იჩქარეს", - ამბობს ხიდაშელი. 

ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავიტაშვილმა განაცხადა.