მიიღებს თუ არა მონაწილეობას საქართველო NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე?
მიიღებს თუ არა მონაწილეობას საქართველო ვაშინგტონის სამიტზე? - ამის შესახებ კომენტარისგან თავს იკავებს ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი, ელჩს ჯულიანა სმიტი. მას კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ონლაინ ბრიფინგზე დაუსვა.
ამჟამად კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ვაპირებ ამის დატოვებას, რადგან ეს ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს დიდი სურვილი, ვიპოვო გზა, რომ ამა თუ იმ გზით ნატოს ყველა პარტნიორი ჩაერთოს სამიტში. ასე რომ დარჩით ამაზე.
ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებებს და ვიმედოვნებთ, რომ ამაზე მეტი გვექნება სათქმელი მომდევნო დღეებში და კვირებში“, - განაცხადა ჯულიანა სმიტმა.
იქნება თუ არა ნატოს სამიტზე საქართველო წარმოდგენილი დაზუსტებული პასუხი არ არსებობს:
"ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო, ხოლო რა ფორმით და რა დონეზე, ამას მოგვიანებით გავარკვევთ", - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა 18 მარტს.