კობახიძე ამტკიცებს, რომ "ხარებას" განცხადება აღიარება არ ყოფილა

30.05.24 12:22
კობახიძე ამტკიცებს, რომ "ხარებას" განცხადება აღიარება არ ყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" განცხადება, რომ აქციაზე „არაკაცებს სცემდა და არა ახალგაზრდებს“, არა აღიარება, არამედ ირონიული განცხადება იყო.

„არ მგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება. ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიულ განცხადებას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც ხარაზიშვილი მიმართავდა. შესაბამისად, ეს ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება.

რაც შეეხება ინციდენტებს, ეს არ იყო არც მისაღები, არც მოსაწონი, იყო შემაშფოთებელი, შესაბამისად, ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინციდენტებს. თუმცა, ზოგადად. მთლიანობაში მთელი ამ აქციების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა ამ კონკრეტული ინციდენტების გამოკლებით“,- განაცხადა კობახიძემ.

განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზურაბ ხარაზიშვილი "ტვ პირველმა" დედაქალაქის მთავარ გამზირზე ჩაწერა. 

მას შემდეგ რაც "პირველების" ჟურნალისტმა ხარაზიშვილსჰკითხა დღესაც აპირებდა თუ არა რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციაზე ახალგაზრდების ცემას,  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა თქვა: "მე ვცემ არაკაცებს, სია გვაქვს, ცოტა ხანში განახებთ".

მეტიც, "ხარება" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს კამერების წინ დაემუქრა. მისი თქმით, ხაბეიშვილს უარესი ელის.

მსგავსი სიახლეები