რუსული კანონის გაპროტესტების გამო სკოლის მოსწავლე 500 ლარით დააჯარიმეს
რუსული კანონის გაპროტესტებას რეჟიმი არავის პატიობს - აბიტურიენტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იდგა, მოსამართლემ ხუთასი ლარით დააჯარიმა.
საბა პაპაშვილს გამოძიება გზის გადაკეტვას ედავებოდა. ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე კიპაპაშვილის წინააღმდეგ წარადგინეს მტკიცებულებად ვიდეოკადრები, სადაც ათობით ადამიანი ჩანს, თუმცა ამ მასალაში ახალგაზრდის იდენტიფიცირება ყველას გაუჭირდა.
რუსულმა რეჟიმმა დამაკისრა 500 ლარით ჯარიმა, ამ ჯარიმებით ახალგაზრდებს ვერ შეგვაშინებთ. ვიდეო იყო, რომელშიც არ ვჩანდი,“ - ამბობს პაპაშვილი.
ეს საქმეები არის პოლიტიკური, არ აინტერესებთ არც აბიტურიენტი, არც მომავალკი თაობა - ყველას აჯარიმებენ და უნდათ, რომ რეპრესიები განახორციელონ, როგორც აბიტურიენტებზე, მომავალ თაობაზე და ყველაზე," - ამბობს ადვოკატი.
ამ წუთებშიც საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების საქმეების განხილვა მიდის.