სამართლებრივი ომი რუსულ კანონის წინააღმდეგ - ოლიგარქის შესაჩერებლად სარჩელი სტრასბურგში წავა
სამართლებრივი ომი რუსულ კანონის წინააღმდეგ - ოლიგარქის შესაჩერებლად სარჩელი სტრასბურგში წავა, თუმცა ეს მას შემდეგ რაც ქართული სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. არასამთავრობოების მიერ მომზადებული სარჩელი მალე საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. მესამე სექტორი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კანონის შეჩერებას ითხოვს. რეპრესიული კანონის ყველა მუხლი და თავად კანონი ბათილად უნდა გამოცხადდეს. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მოთხოვნა.
ოცნებაში უკვე დაიწყეს ნიადაგის მომზადება სტრასბურგის გადაწყვეტილებისთვის. თუ კანონს შეაჩერებენ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება - ამბობს პრემიერი, რომელიც პრაქტიკულად არ გამორიცხავს, რომ ევროსასამართლომ ხელისუფლება შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს. ასე მოხდა უნგრეთშიც, როდესაც ორბანს რუსული კანონი უკან წააღებინეს. სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულება კი ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა.