როგორც ცნობილი სანკტ-პეტერბურგის ტროლების ქარხანა, ასეთი ფორმატით დაიწყეს მუშაობა - ხიდაშელი სტრატკომზე
"პრაქტიკულად, სრულად დაკარგა მან ფუნქცია. ისინი იქცნენ, ერთი მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების დანამატად", - ასე ეხმაურება სტრატკომის პროექტის გაუქმებას თინა ხიდაშელი.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომლის დროსაც სტრატკომის პროექტი დაიწყო ნატო-ს დახმარებით, ამბობს, რომ ბოლო წლებში ფუნქცია დაკარგა და სამთავრობო პიარზე იყო გადასული. გარდა ამისა, დისკრედიტაციას უწევდა იმ პირებს, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი სახელისუფლებო ძალების მიმართ.
პრაქტიკულად, სრულად დაკარგა მან ფუნქცია. ისინი იქცნენ, ერთი მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების დანამატად. საკუთარი უფროსის პიარით არიან სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სტრატეგიულ ნარატივებს ამზადებდნენ. ზუსტად ისე, როგორც ის ცნობილი სანკტ-პეტერბურგის ტროლების ქარხანა, ასეთი ფორმატით დაიწყეს მუშაობა. ერთიო მხრივ, საკუთარი უფროსების პიარით არიან დაკავებული და მეორე მხრივ, ყველა სხვა ადამიანის რომელიც მათთან ოპონირების რეჟიმშია, ვისაც ისინი მტრულ ძალად განიხილავენ, მათი დისკრედიტაცია. მთავარი ლურსმანი ამ კუბოზე, როდესაც დაჭედდა, ეს იყო META-ს მიერ, როცა გამოაქვეყნეს ასეულობით ფბ ანგარიშები საქართველოდან და ფაქტებით დადასტურებულად გვაჩვენეს, რომ ამ ანგარიშების უდიდესი უმრავლესობა სწორედ პრემიერის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან იყო დაკავშირებული და მისგან იყო მართული, აქ უკვე მთლიანად დამთავრდა თუკი რამე მითი არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - ამბობს ხიდაშელი.
სტრატკომის პროექტი გაუქმდა - მთავრობა უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა. სტრატკომის სამსახურს, რომელიც ნატოს დაფინანებით და დიდი ბრიტანეთის მეთვალყურეობით საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მთავრობა არა რუსეთის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა.