გაბათილებულია "ოცნების" ყველა პროპაგანდა - ოპოზიციონერი დეპუტატები ეუთო/ოდირის დასკვნაზე
ეუთო/ოდირის დასკვნას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია. მათ მიამრთეს ეუთო/ოდირს რუსულ კანონზე სამართლებრივი შეფასებისთვის.
დეპუტატების თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ რათხელ აჩვენა, რომ რუსული კანონი ადამიანის უფლბებეს არღვევს.
ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. რუსულ კანონს საერთო არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან... ქართული ოცნება სპეკულირებდა, რომ არ არსებობდა სამართლებრიუვი არგუმენტები., უამრავი სამართლებრივი არგუმენტია ამ დასკვნაში, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უნდა, რომ გახდეს ევროპის ოჯახი," - ამბობს მანჯგალაძე.
თეონა აქუბარდია იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნას გაიზიარებს.
გაბათილებულია ყველა ის პროპაგანდა, რომელსაც ქართული ოცნება თვენახევრის მანძილზე სთავაზობდა ქართველ ხალს. ის ფაქტი, რომ ქართულმა ოცნებამ არ მიმარტა ეუთო/ოდირს, ისევე, როგორც ვენეციის კომისიას, კიდევ ერთელ მოწმობს იმას, რომ მათ არსჭირდებოდათ კანონის მიღებამდე სამართლებრივი შემოწმება და სამწუხაროდ, ეს შეფასება არის უკან დადევნებული ლამპარი მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება სამართლებრივი დავა," - ამბობს აქუბარდია.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონთან - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ოფისი ODIHR წერს.