ქვეყნის გადასარჩენად გენერალური ბრძოლა დაწყებულია - საჭიროა გაფიცვები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა - ზვიად ცეცხლაძე
ხალხი გაჩერებას არ აპირებს - პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება. დღეს თბილისში აქციაა დაანონსებული. ზუსტად შვიდ საათზე მოქალაქეები პარლამენტის სასახლესთან შეიკრიბებიან. მანამდე კი უკვე დაწყებული აქვს პოლიციას მობილიზება საკანონმდებლო ორგანოსთან.
შენობასთან, სადაც ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა რუსული კანონი ოკუპირებულ ქვეყანაში საბოლოოდ დააკანონა.
"არ გაჩერდება ხალხის მდინარე" - ამ მოწოდების გარშეემო ერთიანდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" რუსულად გადაიქცა და ხელისუფლების მთავარი მიზანი ქვეყნის გარუსებაა.
ივანიშვილის პარტიას დღესაც მოუწევს პროტესტის ხმების გაგონებაა. სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობრივ რეჟიმად არის გადაქცეული.
დღევანდელი აქცია არის იმ ბრძოლის იდეის დაბადება, რაც წინ გველის. თამაშის დრო აღარ არის, უფრო სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. იმიტომ, რომ გენერალური ბრძოლა დაწყებულია ქვეყნის გადასარჩენად. ამ ყველაფერს სჭირდება გაფიცვები, ბოიკოტი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რაც ჯდება ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოში და წარმოადგენს სამართლებრივი და ჰუმანური ბრძოლის შემადგენელ ნაწილს,“ - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.