ჩვენს თვალწინ დაიბადა ახალი და მართლა ევროპული საქართველო - ლანა ღოღობერიძე

31.05.24 11:37
ჩვენს თვალწინ დაიბადა ახალი და მართლა ევროპული საქართველო - ლანა ღოღობერიძე

 

 

"მათი ყველა გამოვლინება არის მომხიბვლელი - როგორ მოიხვევენ ევროპისა და საქართველოს დროშებს, ან როგორ აფრიალებენ, ან როგორ ცეკვავენ, ხორუმში რომ გადის მათი ცეკვა უცებ, ეს ყველაფერი ერთად არაის კრეატიული სულის გამოვლინება," - ამის შესახებ ცნობილი კინორეჟიროსი ლანა ღოღობერიძე "პირველებთან" ინტერვიუში საუბრობს.

როგორც ღოღობერიძე ამბობს, მასშტაბურმა და ამავე დროს მშვიდობიანმა პროტესტმა მთელ მსოფლიოს საქართველო სხვა კუთხით გააცნო და პატივისცემა დაიმსახურა. 

მათი ყველა გამოვლინება არის მომხიბვლელი - როგორ მოიხვევენ ევროპისა და საქართველოს დროშებს, ან როგორ აფრიალებენ, ან როგორ ცეკვავენ, ხორუმში რომ გადის მათი ცეკვა უცებ, ეს ყველაფერი ერთად არაის კრეატიული სულის გამოვლინება. უკვე ჩვენს თვალწინ დაიბადა ახალი და მართლა ევროპული საქართველო.
ეს პროტესტი, რასაც ვხედავთ, არის მშვიდობიანი. ასეთი ხალხმრავალი პროტესტი და ასეთი მშვიდობიანი, მსოფლიოში არ ყოფილა და იმიტომ მოხდა, რომ მთელი მსოფლიოსთვის ცნება ქართველი ერი გახდა ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე, რა პატივისცემით მოიხსენიებს, არც გამიგონია, პატარა ქვეყნის ხალხს ასე მოიხსენიებდეს მთელი პროგრესული კაცობრიობა,“ - ამბობს ლანა ღოღობერიძე.