8 წლის შვილს ურეკავენ ღამის 2 საათზე და აგინებენ - რას ჰყვება ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის არასრულწლოვან შვილს ღამის 2 საათზე უცხო ნომერმა დაურეკა და 8 წლის ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა.
8 წლის შვილს ურეკავენ ღამის 2 საათზე და აგინებენ და ესენი მელაპარაკებიან ბიუჯეტის გაზრდაზე, თურმე მადლობა უნდა ვუხადო ბატონ ბიძინას,“ - ამბობს ნოდარ დუმბაძე.
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ, დადგინდეს, ვინ ურეკავს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს და შეურაცხყოფას აყენებენ.