ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ, დადგინდეს, ვინ ურეკავს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს და შეურაცხყოფას აყენებენ.
ქართული ოცნების დეპუტატები ამტკიცებენ, რომ მუქარის და შეურაცხმყოფელი ზარების უკან მათი გუნდი არ დგას. ასევე ითხოვენ დადგინდეს, ვინ ტოვებს მადისკრედიტირებელ წარწერებს ოპონენტების სახლებთან.
ოჯახებზე გადახვედი? - მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ოცნების" წევრებს.
სხდომას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც ესწრება, რომელიც ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.