მუქარის შემცველი ზარები ისევ განახლდა

31.05.24 12:48
მუქარის შემცველი ზარები ისევ განახლდა

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ უცნობი პირები მუქარისა და გინების მიზნით. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გვიან ღამით მათთან უცნობი პირები რეკავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ მუქარის ზარების უკან ხელისუფლება დგას, რადგან პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა სწორედ სპეციალურ სამსახურებს აქვთ.

დაურეკეს დეპუტატ ანა წითლიძის დედას.

599 54 66 66 ხომ მიიღე რაც გეკუთვნოდა შეგერგოთ. Შეაშინეთ ბებიათქვენი !" - წერს წითლიძის დედა.

გუშინ მეც მაგ დროს დამირეკეს რომ  მეძინა:)- თეონა აქუბარდია

ურეკავენ, როგორც ოპოზიციონერ დეპუტატებს, ისე იმ მოქალაქეებს, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებს.

მეორე სუნთქვა გაეხსნათ 😂

ამ ნომრიდან დამირეკეს მე და დაურეკეს დედაჩემს. 

მე არ ვუპასუხე. დედაჩემმა უპასუხა და იმან ეგრევე ინანა. მე არ ვიცოდი, დედაჩემმა ეგეთი სიტყვები თუ იცოდა, არადა თითქოს 34 წელია ვიცნობ 💅🏻

Update: დედაჩემი ახლა იქეთ ურეკავს, არ მოვეშვები კარგა ხანიო. რა შარი აიკიდა, იმ საწყალმა, არ იცის ჯერ ☠️

მეტი update: დედაჩემი 112-საც გადაეკიდა. რეაგირებას არ ახდენენ და უკვე რამდენჯერ დარეკა, არ ვიცი. 🙄" - წერს ანა ბუჩუკური.

ამჯერად, მოქალაქეების უმრავლესობას მუქარის შემცველი ზარი ქართული ნომრებიდან შესდიოდათ.  

ამ ნომრიდან დამირეკა ვიღაცა უსახელო ვაშკაცმა გინებით და მუქარებით

მისამართი და ოჯახის წევრების სახელები მითხრა

თურმე რას დავეთრევი ამხელა კაცი აქციებზე და ჯობია მაგის მაგივრად დავჯდე ორი წიგნი წავიკითხო)))

გამოჩნდი ახლოს და დაგაგდებ ღორივით შე არაკაცო" - წერს არჩილ მაჭარაძე.

მუქარის შემცველი ზარების შესახებ ინფორმაციას ფლობენ საგამოძიებო უწყებები, თუმცა როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ.  

OCCRP-ისა და "აი ფაქტისა" ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ნომრები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს ღამეები ჯოჯოხეთად უქციეს, აზერბაიჯანში მცხოვრებ მოხუცებს ეკუთვნით. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს სამოცზე მეტი ნომერი, ინფორმაციის გადამოწმებით კი უფრო მეტად გაღრმავდა ეჭვი, რომ თაღლითური ქსელის უკან სახელმწიფო დგას. ეს საქმეები კი ამ დრომდე ქართულ საგამოძიებო სამსახურებს დაპაუზებული აქვთ.