"არის კონკრეტული ინტერესები" - წილოსანის იერიში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებზე
"ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები" - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი აკეთებს და ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება.
წილოსანს იერიში მიაქვს ეუთო/ოდირის წარმომადგენლებზე და ამტკიცებს, რომ ისინი შეხვედრების დროს კარგად ხედავდნენ ამ კანონის საჭიროებას, თუმცა სულ სხვა შინაარსის დოკუმენტი გამოაქვეყნეს.
საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად ხედავს და მთლიანად ჯგუფი, ვინც იყო ჩამოსული, ამ კანონის მიღების აუცილებლობას და საჭიროებას. ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები და ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, უკვე ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში,“ - ამბობს წილოსანი.