რას ჰყვება მოქალაქე, ვინც პარიზში ჩასულ ელისო ბოლქვაძეს "მონა" ეძახა

31.05.24 13:11
რას ჰყვება მოქალაქე, ვინც პარიზში ჩასულ ელისო ბოლქვაძეს "მონა" ეძახა

"რატომ ჩამოდის აქ თუ ეს ქვეყნები ჩვენი მტერია?" - ამ კითხვას სვამს თამარ ჯინჭარაძე, ვინც  პარიზში ჩასულ ელისო ბოლქვაძეს "მონა" ეძახა.

როგორც ჯინჭარაძე ამბობს, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატისგან უნდოდა გაეგო, რატომ მიდიოდა პარიზში, როცა ევროპულ ქვეყნებს მისი გუნდი ქვეყნის მტრებად აცხადებენ.

ვერ შევიკავე თავი, იმიტომ, რომ ეს ქალი ორი დღის წინ იყო თბილისში, ხელი მიაჭირა იმ ღილაკს, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ფაქტობრივად, მოუსპო შესძლებლობა ამ ქვეყანაში ინტეგრირების.

კითხვით მივედი, რა უნდოდა საფრანგეთში როცა ორი დღის წინ ამ ქვეყნების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. რატომ ჩამოდის აქ თუ ეს ქვეყნები ჩვენი მტერია. ქალმა, ფაქტობრივად, კრუნჩხვა დაიმართა და ვეღარ აკონტროლებდა თავს და მერე, რაც არის და რაც დაიმსახურა, ის დავუძახეთ.
გავდიოდით გასასვლელში და თვითონ დაგველოდა ელისო, რომელიც ჩასაფრებული იყო, რომ ფოტოები გადაეღო. ერთი ქართველიც არ ყოფილა ჩვენს გარშემო, ვინც ჩვენს პოზიციას არ იზიარებდა,“ - ამბობს ჯინჭარაძე.

პარიზში ჩასულ ელისო ბოლქვაძეს "მონა" ეძახეს - ბოლქვაძე ის დეპუტატია, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. 

კრიტიკის საპასუხოდ "ოცნების" დეპუატატმა მოქალაქეს "იდიოტკა" დაუძახა და გალანძღა. მეტიც, ის პროტესტის მონაწილეებს პოლიციით დაემუქრა.