ამ გადაწყვეტილებით სტურუამ აიწყო კარიერა - არასრულწლოვნების ადვოკატი

16.03.21 17:22
ამ გადაწყვეტილებით სტურუამ აიწყო კარიერა - არასრულწლოვნების ადვოკატი

"ამ გადაწყვეტილებით სტურუამ აიწყო კარიერა და ვიხილავთ ცოტა ხანში უზენაეს სასამართლოში" - ასე გამოეხმაურა შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ადვოკატი გიორგი გელხაური მოსამართლის გადაწყვეტილებას. მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვანი ციხეში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებს. გელხაური მიიჩნევს, რომ სტურუას ეს  გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მან ამ გზით უზენაეს სასამართლოში კარიერა აიწყო. 

ისეთივე უკანონო გადაწყვეტილება, როგორიც წინა სასამართლო პროცესზე მიიღო სტურუამ, ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესო იყო რამდენ წელს განუსაზღვრავდა არასრულწლოვანს, მთავარი არის რომ უდანაშაულოა არასრულწლოვანი, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება რომ მან ჩაიდინა დანაშაული, დღეს სტურუამ მას 10 წელი გამოუტანა. სტურუას ამ გადაწყვეტილებით მან აიწყო კარიერა და ვიხილავთ ცოტა ხანში უზენაეს სასამართლოში, სადაც დაუფასებს დღევანდელ გადაწყვეტილებას პროკურატურა - ამბობს არასრულწლოვანი მჯავრდებულის ადვოკატი გირგი გელხაური.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და ისინი ციხეში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

 გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა. სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობდა. მსჯავრდებულების ახლობლები ხუთივე მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნას უკანონო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. 

პროკურატურა 12 წლიან პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ,მანამდე კი საქართველოში ყველა ინსტანციას გაივლიან.