"არის ჯგუფი, რომელიც შეგნებულად რეკავს" - ბათუმში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესაც დაურეკეს და აგინეს

31.05.24 13:21
"არის ჯგუფი, რომელიც შეგნებულად რეკავს" - ბათუმში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესაც დაურეკეს და აგინეს

მუქარის შემცველი ზარი შევიდა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთანაც. სხდომის დროს თენგო აფხაზავას დაურეკეს და აგინეს. 

როგორც აფხაზავა ამბობს, ის დაადგენს, ვინ დაურეკა მას.

ვფიქრობ, რომ არის ჯგუფი, რომელიც შეგნებულად რეკავს, ასევე ჩვენს ოპონენტებთან და ამით იწვევს პოლარიზაციას,“ - ამბობს აფხაზავა.

ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კამათი სწორედ მუქარის შემცველ ზარებსა და შეურაცხმყოფელი წარწერების გაკეთებას მოჰყვა.