ბათუმის საკრებულოს შენობას კრიმინალური პოლიცია აკონტროლებს - შენობაში არ უშვებენ მოქალაქეებს

31.05.24 13:27
ბათუმის საკრებულოს შენობას კრიმინალური პოლიცია აკონტროლებს - შენობაში არ უშვებენ მოქალაქეებს

ბათუმის საკრებულოს შენობას ახლა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. დღეს შენობას რუსული კანონის მოწინააღმდეგე და თავდასხმების მსხვერპლი ადამიანები ახლოსაც კი არ გააკარეს. 

ახლა გააკეთეს კორდონი იმის გამოლ, რომ მოქალაქეები არ ავსულიყავით. შეშლილი სახე გაქვსო, შეშლი სახე იმიყომ მაქვს, რომ ვიუღაც მთვრალი დეპუტატი ქალაქის ქუჩებში დარბოდა და რაღაცებს ახატავდა," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მე მაქვს საკრებულოს თავმჯდომარესთან და "ქართული ოცნების" წევრებთან კითხვა - გუშინ ამ ორი ნომრიდან რეკავდნენ ჩემთან და ჩემი ოჯახის წევრებთან. დავწერე პოლიციაში განცხადება, მაინტერსებს ვინ არიან - იმიტომ, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს, უმაღლესი საბჭოს წევრებს გუშინ და დღეს ველაპარაკე და მეუბვნებიან, რომ ისინი არ არიან ამაზე პასუხისმგებლები," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც სხდომაზე არ დაუშვეს. 

ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კამათი სწორედ მუქარის შემცველ ზარებსა და შეურაცხმყოფელი წარწერების გაკეთებას მოჰყვა.