პროტესტი გრძელდება - რას გეგმავენ რუსული რეჟიმის მოწინააღმდეგეები

31.05.24 13:37
პროტესტი გრძელდება - რას გეგმავენ რუსული რეჟიმის მოწინააღმდეგეები

პროტესტი გრძელდება - დღეს საღამოს აქცია პარლამენტთან გაიმართება. სავარაუდოდ, დემონსტრანტები გამართავენ საპროტესტო მსვლელობას.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ აქციები მუდმივად იქნება და ხელისუფლება მათ ხმას აუცილებლად გაიგებს.

ეს პროტესტი უნდა იყოს განგრძობითი, მშვიდობიანი, მტკიცე, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშივლმა, ქართული ოცნების არცერთმა წარმომადგენელმა არ იგრძნოს, რომ პროტესტის მუხტი ჩაცხრა. ზუსტად ამ მუხტით უნდა მივიდეთ ოქტომბრამდე, არჩევნებში ასე უნდა გაიმარჯოს ქართულმა საოზგაოდებამ და დაამარცხოს რუსეთი, ანუ ქართული ოცნება," - ამბობს ვადო მაჭავარიანი.

აქციის მონაწილეების თქმით, საჭიროა საინფორმაციო კამპანიაც, რომ ყველამ გაიგოს, რა უნდა გაკეთდეს თავისუფლების დასაცავად.

ქუჩების გადაკეტვაც მნიშვნელოვანია, მიმტოო, რომ მაქსიმალურად უქმნის დისკომფორტს ქართულ ოცნებას. ჩვენ უნდა ვიაროთ, ახალგაზრდებმა უნდა დავიწყოთ კამპანია, ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ არის აუცილებელი, რომ ვიყოთ რუსთაველზე," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

საპროტესტო აქციებს უერთდებიან მსახიობები და ამბობენ, რომ უწყვეტი პროტესტით ხელისუფლება ნათლად დაინახავს, რომ ხალხი არ იღლება.

ქართულ ოცნებას იმედი ჰქონდა, რომ ხალხი დაიღლებოდა, მაგრამ ხალხი არ იღლება და არც დაიღლება. შეუძლებელია დაიღალო სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლაში, ხალხი მოემატება კიდევ, არ შეწტყდება და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს," - ამბობს მსახიოიობი ეკა ნიჟარაძე.

თითქოს ზამბარები დაჭიმულია და ეს საპროტესტო ტალღა არ შეჩერდება, მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი ნათლად იაზარებს იმ რეალობას და საკუთარი ხმის მნიშვნელობას, რომელიც უნდა ისმოდეს. პროტესტს და წინაარმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი და ის, რომ ხელისუფლება არ იმჩნევს ამას, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ არ არსებობს," - ამბობს რეჟისორი ირინა ჟორდანია.