წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის შემდეგ თბილისში ახალი საფეხბურთო აკადემია გაიხსნება

31.05.24 13:56
წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის შემდეგ თბილისში ახალი საფეხბურთო აკადემია გაიხსნება

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის შემდეგ თბილისიც - დედაქალაქში მალე ახალი საფეხბურთო აკადემია გაიხსნება.

დილიდან პარტია "ლელოს" ლიდერები ტურინის იუვენტუსის დელეგაციასთან ერთად ლისის ტბასთან იმყოფებიან. ეს, სავარუდოდ, ის ადგილია, სადაც ძალიან მალეე დამწყები ფეხბურთელებისთვის ევროპული ტიპის სასწავლო აკადემია გაიხსნება.  

ტურინის იუვენტუსის დელეგაციის შემადგენლობაშია მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ტრეზეგეც.

გვქონდა ჩვენ განხილვა კონკრეტული პროექტის განხორციელების თბილისში, ეს არ იქნება მარტო სპორტული ბავშვთა აკადემია იუვენტუსის, არამედ ეს იქნება დიდი კომპლექსი. ვსაუბრობთ, იუვენტუსის მთელი სპორტული კომპლექსის თავისი სამედიცინო, სასტუმრო, გამაჯანსაღებელი, საკონფერენციო, სპორტული, ბავშვთა აკადემიის, რომელიც გაკეთებული აქვთ ტურინში, მსგავსის გაკეთება, რომელიც იქნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისთვის სერიოზული ლენდმარკი,“ - ამბობს ხაზარაძე.

ვფიქრობ, ეს ძალიან დიდ იმპულს მისცემს სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ამავე დროს იქნება სამედიცინო კუთხითაც ძალიან საინტერესო განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ქართველებს, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს გაუჩნდებათ საუცხოო ინფრასტრუქტურა, მსოფლიო სტანდარტის, რომელიც შეძლებს, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიოს სტუმრებს და რაც მთავარია, ქართველი ბავშვებისთვის იქნება უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს მათ რომ ითამაშონ ფეხბურთი ძლიან მაღალ პროფესიულ დონეზე და შემდეგ ითამაშონ მსოფლიოს წამყვან კლუბებში,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.