უკრაინას აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში - პოლონეთისა და ბალტიისპირეთის მინისტრები

31.05.24 14:02
უკრაინას აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში - პოლონეთისა და ბალტიისპირეთის მინისტრები

ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს უკრაინის უფლება, დასავლური შეიარაღებით მიიტანოს იერიშები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ რუსეთის მარცხი შესაძლებელია. თითქოს არსებობს ყოყმანი ამის შესახებ, მაგრამ თუ ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით უკრაინას დავეხმარებით, უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება. 
ესტონეთი თავიდანვე იყო მომხრე, რომ უკრაინას აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი და მათ შორის გამოიყენოს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე. თუ ამის საჭიროებაა სამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. და მე მიხარია, რომ ნელნელა სხვა სახელწმიფოებიც ამ პოზიციას იკავებენ. და იმედი მაქვს რომ ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია ლიმიტს მოხსნიან უკრაინისთვის. ჩვენ მყისიერად უნდა მივაწოდოთ უკრაინას იარაღი, რომელსაც ის ითხოვს. ლიმიტების არსებობს არასამართლიანია. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას" - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, რომელიც 31 მაისს პრაღაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე დაუჭირა მხარი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას.

მე ყოველთვის ვიყავი ასეთ პოზიციაზე, რომ უკრაინელებს აბსოლუტური უფლება და შესაძლებლობა აქვთ საკუთარი სამიზნე განსაზღვრონ. მე სრული ნდობა მაქვს, რომ მათ იციან და ხვდებიან, რა არის გასაკეთებელი იქ, საიდანაც საფრთხე მოდის. ვიცი, რომ ალიანსის ყველა წევრი ასე ვერ ხედავს, მაგრამ როცა ისინი მოუსმენენ უკრაინელებს, გადაწყვეტილებაშიც ჩამოყალიბდებიან. მთავარი არის ის, რომ უკრაინას აქვს უფლება და უნდა გამოიყენოს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. რუსეთში? თუ სამიზნე გადაინაცვლებს რუსეთში, მაშინ დამიზნების მიმართულებაც ასევე გადაინაცვლებს. 
მე ვფიქრობ რომ მოდის დროს რომ განისაზღვროს ალიანსის სერიოზული მიდგომები. აქ რამდენიმე რამეს ვგულისხობ, მათ შორის რა თქმა უნდა უკრაინის გამარჯვებას და რუსეთის შეკავებას. რუსეთს აქვს სტრატეგიული მიმართულებები - გააგრძელოს ომი უკრაინაში, გააგრძელოს ჰიბრიდული მოქმედებები ევროპასა და ნატოში. ასევე კითხვაა - გვაქვს თუ არა სერიოზული მიდგომა ახალი წევრების მიღების შესახებ. ჩვენ ძალიან ლამაზ სიტყვებს ვამბობდით ამ დრომდე, ვაიმედებდით, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოქმედება. ეს შეეხება არა მათ ვინც არის დამოკიდებული ჩვენზე, არამედ ასევე შეეხება ჩვენს სანდოობას.  ამიტომ იმედი მაქვს რომ ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენს სიძლიერეს, რომ შეგვიძლია აგერსიის შეკავება", - განაცხადა ლანსბერგისმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ კი აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის ემხრობოდა და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებაზე არასოდეს შემოუღია რაიმე შეზღუდვა.

"საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უკრაინას აქვს თავდაცვის ყველანაირი უფლება", - განაცხადა რადოსლავ შიკორსკიმ.

ანალოგიური მესიჯით ჩავიდა პრაღის მინისტერიალზე ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

30 მაისს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად.