არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ეს კანონი არ მოქმედებს მსგავსად, რომელიც ებრძვის თავის თავს, ებრძვის დასავლეთს, ებრძვის დემოკრატიას და ებრძვის დასავლურ ღირებულებებს - ობოლაძე
„არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ეს კანონი არ მოქმედებს მსგავსად, რომელიც ებრძვის თავის თავს, ებრძვის დასავლეთს, ებრძვის დემოკრატიას და ებრძვის დასავლურ ღირებულებებს," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ გააკეთა.
„ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონის მთავარი შინაარსი და მთავარი მოტივი არის - ებრძოლოს დასავლეთს, რომ გაათანაბროს მტერი და მოყვარე, თქვას რომ დასავლეთი არის მტერი და ამ კანონის შინაარსი არის დასავლეთთან და ევროპასთან ბრძოლა.
არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ეს კანონი არ მოქმედებს მსგავსად, რომელიც ებრძვის თავის თავს, ებრძვის დასავლეთს, ებრძვის დემოკრატიას და ებრძვის დასავლურ ღირებულებებს.
ამიტომ მთავარი განსხვავება ჩვენს კანონს და სხვა კანონებს შორის არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი რომლის მიზანიც არის ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა - ამას ამბობს ივანიშვილიც, ამას ამბობს კობახიძეც და ამას ამბობს ყველა, როდესაც აკეთებს ამ კანონზე კომენტარს," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.