"როგორ უნდა ებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას, როცა სტრატკომი აღარ იქნება?" - კითხვა, რაზეც თალაკვაძეს პასუხი არ აქვს
როგორ უნდა ებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას, როცა სტრატკომი აღარ იქნება? - "პირველების" ჟურნალისტის კითხვას არ პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე და საუბრის თემის შეცვლა სურს.
ჟურნალისტმა რამდენჯერმე გაუმეორა კითხვა, როგორ აპირებს ხელისუფლება რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, როცა სტრატკომის პროექტი გაუქმებულია.
იმის გამო, რომ სავარაუდოდ, თალაკვაძეს არ აქვს არგუმენტი, "პირველების" ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს და დამშვიდებას ურჩევს:
რატომ იღებთ გაბრაზებულ სახეს? საშინლად გაბრაზებულად გამოიყურებით. თუ შეიძლება შეისვენეთ... ძალიან გაბრაზებული სახე გაქვთ, თუ სასაცილოა, გაიცინეთ," - მიმართა ჟურნალისტს თალაკვაძემ.
მანამდე კი ნაცვლად იმისა, რომ სტრატკომის პროექტის დახურვაზე ესაუბრა, ეკონომიკურ წინსვლაზე გააკეთა კომენტარი:
იმპულსი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ეს არის დიდი წარმატება, 11,8 ეკონომიკური ზრდა არის ძალიან შთამბეჭდავი ამ მოცემულობის გათვალისწინებით,“ - ამბობს თალაკვაძე.
საქართველოს მთავრობა უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა. ირკვევა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტი გააჩერა. სტრატკომის პროექტს, რომელიც NATO-ს დაფინანებით და დიდი ბრიტანეთის მეთვალყურეობით საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მთავრობა არა რუსეთის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა.