სტრატკომები უნდა დარჩენოდა სახელმწიფოს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მათ გამოიყენეს ვიწროპარტიული მიზნებისთვის - კაპანაძე

31.05.24 15:16
სტრატკომები უნდა დარჩენოდა სახელმწიფოს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მათ გამოიყენეს ვიწროპარტიული მიზნებისთვის - კაპანაძე

"ეს სტრატკომები უნდა დარჩენოდა სახელმწიფოს, რომ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ებრძოლათ და მათ გამოიყენეს ძალიან ვიწროპარტიული მიზნებისთვის და პირიქით, დააზიანეს ქვეყნის რეპუტაცია" - ამ განცხადებას სერგი კაპანაძე აკეთებს და სტრატკომის პროექტის დახურვას ეხმაურება.

როგორც კაპანაძე ამბობს, პარტნიორებისგან მიღებული თანხები, რომელიც სტრატკომის პროექტის ფარგლებში მიიღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არამიზნობრივად გაფლანგეს.

კაპანაძის თქმით, META-მ დაადგინა, რომ ეს გვერდები გამოიყენებოდა დეზინფორმაციის გასავრცელებლად:

იყენებენ ჩვენი მეგობრების და დონორების თანხას მართლა არამიზნობრივად, იმიტომ, რომ ეს თანხები იყო გამოყოფილი სტრატეგიული კომუნიკაციის გაზრდაზე, სტრატეგიული კომუნიკაცია ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ უცხოეთიდან, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ყოფილიყო ნორმალური საკომუნიკაციო სტრატეგია და ამაზე ემუშავათ და ნაცვლად ამისა, ისინი ამ თანხებს იყენებდნენ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაეცვათ თავი. მეტა ფეისბუქმა მთავრობის სტრატკომები მოხსნა ფეისბუქიდან სწორედ ამის გამო, რომ ისინი იყვნენ დეზინფორმაციის გავრცელებით. ეს სტრატკომები უნდა დარჩენოდა სახელმწიფოს, რომ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ებრძოლათ და მათ გამოიყენეს ძალიან ვიწროპარტიული მიზნებისთვის და პირიქით, დააზიანეს ქვეყნის რეპუტაცია,“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

საქართველოს მთავრობა უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა. ირკვევა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტი გააჩერასტრატკომის პროექტს, რომელიც NATO-ს დაფინანებით და დიდი ბრიტანეთის მეთვალყურეობით საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მთავრობა არა რუსეთის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა.