კინწურაშვილი: ავტოკრატული მიდრეკილების მქონე ხელისუფლება ებრძვის დემოკრატიას და არა რუსეთს

31.05.24 15:22
კინწურაშვილი: ავტოკრატული მიდრეკილების მქონე ხელისუფლება ებრძვის დემოკრატიას და არა რუსეთს

"ჩვენი კვლევები ადასტურებდა იმას, რომ რეალურად ამ თანხებს მთავრობა იყენებდა არა გარე მტრის, არამედ საკუთარი ქვეყნების მოქალაქეების და ინსტიტუტების წინააღმდეგ", - ამ განცხადებას მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, თამარ კინწურაშვილი აკეთებს და სტრატკომების სკანდალს ეხმაურება.

კინწურაშვილის თქმით, ხელისუფლება სტრატკომს კრიტიკულად განწყობილი პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ იყენებდა.

ავტოკრატული მიდრეკილების მქონე ხელისუფლება ებრძვის დემოკრატიას და არა რუსეთს და ეს არის მთავარი გამოწვევა და საბოლოო ჯამში, ებრძვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიას. საფრთხეს ეს ხელისუფლება რუსეთზე მეტად ხედავს დემოკრატიაში და ებრძვის ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც ამ პროცესში დემოკრატიულ როლს თამაშობს,“ - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

საქართველოს მთავრობა უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა. ირკვევა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტი გააჩერასტრატკომის პროექტს, რომელიც NATO-ს დაფინანებით და დიდი ბრიტანეთის მეთვალყურეობით საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მთავრობა არა რუსეთის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა.